Sunday, January 14, 2018

კრწანისის ყაყაჩოები



კრწანისის ყაყაჩოები
ზოგადი ინფორმაცია 


კრწანისის ბრძოლა გაიმართა 1795 წელს  ქართლ-კახეთისა და სპარსეთის ლაშქარს შორის თბილისთან, კრწანისის ველზე. აღა-მაჰმად-ხანმა თავისი ძალაუფლების განმტკიცების შემდეგ ერეკლე II-ს მოსთხოვა ქართლ-კახეთის სამეფოზე სპარსეთის ბატონობის აღდგენა და რუსეთთან კავშირის გაწყვეტა. გეორგიევსკის ტრაქტატის ერთგული ერეკლე IIრუსეთის მთავრობას დახმარებას სთხოვდა. სექტემბრის დასაწყისში აღა-მაჰმად-ხანი 35-ათასიანი ჯარით საქართველოსკენ გამოემართა და 8 სექტემბერს სოღანლუღ-იაღლუჯის ჩრდილოეთ კალთებსა და კუმისის ტბას შორის, მდ. მტკვრის ნაპირზე, ე. წ. სარვანის მინდორზე, დაბანაკდა. აღა-მაჰმად-ხანის ამ გამოლაშქრებას ელოდნენ საქართველოში და მრავალრიცხოვანი ჯარის შეგროვებაც შესაძლებელი იყო, მაგრამ რუსეთის დახმარების მომლოდინე ერეკლე II-მ დროული და საჭირო ღონისძიებები ვერ გაატარა და მტერს მოუმზადებელი დახვდა. ქართველების სარდლობამ გადაწყვიტა გამოეყენებინა მისადგომების რელიეფი და აეძულებინა მტერი ებრძოლა ისეთ პირობებში, რომ ვერ მოეხერხებინა ჭარბი ძალების გაშლა და ბრძოლაში ჩაბმა.

გმირულად იბრძოდნენ ქართველები. ვახტანგ ბატონიშვილის რაზმის წევრები, რომლის შემადგენლობაში იყვნენ 300 არაგველი, ქიზიყელნი, თბილისელი მებრძოლები, მათ შორის მსახიობები – მაჩაბელას სიმღერით გამხნევებულნი, თავდაუზოგავი ბრძოლის შემდეგ სიმღერით შეხვდნენ სიკვდილს.არაგველები იქეთ მიიწევდნენ სადაც შაჰის ბანაკი იყო და თვალწინ დაუხიეს დროშები შაჰს.  საკვირველი თავგანწირვის მიუხედავად, რამდენიმესაათიანი ბრძოლის შემდეგ ქართველთა ლაშქარიმა უკან დახევა დაიწყო. დღის მეორე ნახევარში აღა-მაჰმად-ხანმა მთელი რეზერვები ბრძოლაში ჩააბა და ქართველებს დევნა დაუწყო. ქართველთა მეზარბაზნეებმა მოახერხეს მტრის შეტევის დროებით შეკავება. ერეკლე ალყაში ექცეოდა, მტერი დაატყვევებდა ან მოკლავდა მეფეს, მაგრამ ერთგულმა თანამებრძოლებმა, მათ შორის შვილიშვილმა, იოანე ბატონიშვილმა, მედგარი ბრძოლით მოაშორეს სპარსელები და ძალით გამოიყვანეს მეფე ბრძოლის ველიდან. მან და მისმა 150-მდე მხედარმა თბილისზე გავლით საგურამოსკენ გასწია და ბოლოს თავი მთიულეთს შეაფარა. მცირე ხნის შემდეგ მტერი ქალაქში შევიდა. მოსახლეობამ მას ქუჩაში გაუმართა ბრძოლა. სპარსელებმა თბილისი ჯერ გაძარცვეს, შემდეგ დაარბიეს და ცეცხლს მისცეს, მრავალი ათასი მცხოვრები ტყვედ წაიყვანეს.  კრწანისის ბრძოლამ დიდი ზარალი მიაყენა აღმოსავლეთ საქართველოს.



300 არაგველი


სამასი არაგველი — 1795 წლის 11 სექტემბერს კრწანისის ბრძოლაში გმირულად დაღუპულ მებრძოლთა რაზმი, რომელიც შედგებოდა სამასი ფშავ-ხევსური და არაგვისპირელი გლეხისაგან. გადმოცემით, მათ ბრძოლის წინ შეჰფიცეს ერთმანეთს რომ ან გაიმარჯვებდნენ ან ბრძოლის ველზე დაეცემოდნენ, რაც შეასრულეს კიდეც. მათი მამაცური თავდადება ფართოდ აისახა ხალხურ სიტყვიერებაში.

,,ამ წმინდა ადგილზე ჩვენ უნდა დავდგათ მუდმივად ანთებული კანდელები, რათა ყოველმა გამვლელმა გაიხსენოს 300 არაგველი და ის გმირები, რომლებიც სამშობლოს თავისუფლებისთვის დაიღუპნენ", – ეს სიტყვები საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა წარმოთქვა 2008 წელს, როცა 300 არაგველი საქართველოს ეკლესიამ წმინდანთა დასში შერაცხა, როცა ჩვენი მხედრული, საგმირო ისტორიის დღესასწაული დაწესდა და ტრადიციად დამკვიდრდა.

საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის 2008 წლის 27 ივნისის სხდომამ განაჩინა: „1795 წ. კრწანისის ომში მომწყდარნი 300 არაგველნი და სასულიერო და საერო პირნი შერაცხილ იქნან წმიდა მოწამეებად. დაიწეროს მათი ხატი, ტროპარ-კონდაკი, ცხოვრება და საგალობლები. მათი ხსენების დღედ დაწესდეს 11 (24) სექტემბერი. 

პატარა კახი

ერეკლე თავდაპირველად კახეთში მეფობდა, ხოლო შემდეგ ქართლ-კახეთის ხელმწიფე გახდა. მას პატარა კახს ეძახდნენ. ტანად პატარა, მკვირცხლი და დაუდეგარი კაცი იყო. ხმალი, თოფი და მხედრობა ემარჯვებოდა.

ყმაწვილობაშივე ომს დაეჩვია.

ერთხელ ლეკებმა ქიზიყი მოარბიეს. თხუთმეტი წლის ერეკლე ბატონიშვილმა სოფლებში ლაშქარი შეკრიბა და ნაალაფარით დატვირთულ ლეკებს ნეიშნის მინდორზე სწვდა. მტრის ხროვაში პირველი შეიჭრა, ხმალი პირველმა დაატრიალა და ლეკთაგან პირველი მეომარი თვითონ დასცა. უფლისწულის სიმამაცით აღტაცებული კახელები ლეკებს დაერივნენ, მუსრი გაავლეს, ტყვე და საქონელი დააყრევინეს და გამარჯვებულნი გამობრუნდნენ.

ქართველები ერეკლეს ამბებს ლექსად ყვებოდნენ:

ჩვენი ბატონი ერეკლე
ერთი პატარა კახია,
ჩაიცვა ჯაჭვის პერანგი,
გაკრა ხელი და გახია.


ოჟა ჯურხაი

სამასმა ფშავ–ხევსურმა და არაგველმა გლეხმა, ბრძოლის წინ ფიცი დადო : "თუ ბედმა გვიღალატა და ვერ დავძლიეთ მტრის ძალა, შერცხვენილი იყოს, ვინც ჩვენგანი ცოცხალი თავით შინ დაბრუნდეს. ან გამარჯვება მტერზე, ან სიკვდილი ბრძოლის ველზე“. მათ იცოდნენ, რომ გადარჩენა შეუძლებელი იქნებოდა , მაგრამ არ შეშინდნენ, მოწინავე რაზმის ადგილი დაიკავეს და მტერს ვაჟკაცურად შეეგებნენ. მათი დამსახურებით გადაურჩა ერეკლე II ტყვეობას. ყველანი იქვე დაიხოცნენ ვაჟკაცურად. მათ შორის იყო გამორჩეული ხევსური მებრძოლი ოჟა ჯურხაი...

No comments:

Post a Comment